კომენტარები და ინტერვიუ


“მე პუტინს ვარწმუნებდი, რომ ამერიკული ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნებოდა”.

ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან

эдо

- ბატონო ედუარდ, თითქმის ორი თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. ფაქტია, რომ ეს ადამიანები ქუჩაში იმ უსამართლობამ გამოიყვანა, რაც ქვეყანაში ხდება. არ არის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ქვეყანაში არ არსებობს ისეთი უწყება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სამართლიანობის გადაწყვეტას მიანდობენ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ამახვილებს ხელისუფლება ამ საკითხებზე ყურადღებას?

მაისი 29, 2009

ექსპრეს-ინფორმაცია: იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის პრობლემის გადაწყვეტა, როგორც ქართულ-რუსული სულიერი ერთობის გამოვლინება

патриархия

ჩვენს წინა კომენტარში (ბმული) მკითხველებს მივაწოდეთ ინფორმაცია თბილისში არსებული ტაძრის რუსულენოვანი მრევლის პრობლემის შესახებ. ერეკლე მეორის საზოგადოების ძალისხმევით და ჩვენი რედაქციის მონაწილეობით, მრევლის წარმომადგენლები მიიღო მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. შეხვედრა შედგა 22 მაისს. პატრიარქთან უშუალო შეხვედრამდე მრევლი მიიღო მეუფე მელქისედეკმა - ჰერეთის ეპისკოპოსმა, რომელმაც ყურადღებით მოუსმინა მათ და მოახსენა პატრიარქს მათი თხოვნის შესახებ.

მაისი 24, 2009

სოზარ, გაიღვიძე!

სახალხო დამცველს თავისი პირდაპირი ფუნქცია არ უნდა დაავიწყდეს

церковь

ჩვენი საიტი იუწყებოდა, რომ ოთხშაბათს, 20 მაისს, 13 საათზე საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართებოდა ბრიფინგი, მიძღვნილი საქართველოს რუსულენოვანი უმცირესობის - მართლმადიდებლური მრევლის - კონკრეტული პრობლემისადმი, რომელიც გამოიხატება მრევლისათვის უფლების ჩამორთმევაში, თბილისში, ვერაზე, რუსულ ტაძარში ღვთისმსახურება ჩაატარონ რუსულ ენაზე. ეს ერთი პრობლემაა, როდესაც თბილისში სულ ორ ტაძარში შეიძლებოდა რუსულ ენაზე ღვთისმსახურების ჩატარება და ახლა უკვე ორიდან ერთში აღარ შეიძლება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი სახალხო დამცველის ოფისის მიდგომაა.

მაისი 20, 2009

სააკაშვილმა თავი მორიგ სირცხვილში გაჰყო

იტყობინებიან თვითმხილველები /19.5.2009. С.-Е. საკუთარი ინფორმაცია/.

миша

”ალტერნატიულ ევროვიზიაზე”, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში იპოდრომზე მოსკოვში გამართული ევროვიზიის კონკურსის პარალელურად მოაწყო, საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა შეგროვდა, ძირითადად 15 – 20 წლის ასაკისა. მაგრამ, როგორც ირკვევა, კონცერტი, სადაც ”ანტიპუტინისტური” მინიშნების სიმღერა “We don’t wanna put in”-იც შესრულდა, მხოლოდ აპოლიტიკური ქართველი ახალგაზრდობისთვის არ იმართებოდა და მას ღრმა პოლიტიკური აზრი ჰქონია.

მაისი 19, 2009

ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად დასავლური ორიენტაცია ჩვენთვის დამღუპველია

тупик

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორთან ავთანდილ ტუკვაძესთან საუბარი რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობით დავიწყეთ, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდა აგვისტოს ომით. ამის შედეგად აფხაზეთი და შიდა ქართლი საქართველოს ჩამოშორდა. რამ განაპირობა ეს მარცხი? რამდენად შეუწყო ხელი რუსეთთან ვითარების მკვეთრად გაუარესებას ჩვენმა პროდასავლურმა ორიენტაციამ?ამ შეკითხვებით მივმართეთ პოლიტოლოგს.

მაისი 12, 2009

„პროქართულ“ ლატინგაუერებზე და ქართველ სამხედროებზე

გულბაათ რცხილაძე

миша

შაბათს, 9 მაისს, ტელეკომპანია RTVI-მ და რადიო „Эхо Москвы“-მ სიტყვა მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ „პროქართულ“ პუბლიცისტად შერაცხულ იულია ლატინინას. ეს ქალბატონი, სანამ კიდევ ერთხელ „მოთხრიდა“ „პუტინის რეჟიმს“, დაწვრილებით შეჩერდა ამასწინანდელ „სამხედრო შეთქმულებაზე“. მისი თქმით, ამბოხს მართლაც ჰქონდა ადგილი - საქართველოში დამოუკიდებელ დამკვირვებელთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრის საპირისპიროდ. 

მაისი 11, 2009

ტირანიის ბედი გადაწყვეტილია

ვლადიმერ ხომერიკი

саак

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხმამაღალი განცხადებები მის მიერ შეიარაღებული გადატრიალების საქმის გახსნის და ამბოხის აღკვეთის შესახებ მორიგი საპნის ბუშტი აღმოჩნდა. ამ სპექტაკლმა სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს ვერ მოუტანა ის დივიდენდები, რომელთა მიღება მას სურდა. მრავალსერიანი საპნის ოპერა, შსს-ს დადგმით, უკვე ორი თვეა გრძელდება და პირველი სერიებში ჩვენ ვიხილეთ ნიღბოსანთა შოუ ჯაშუშური სკანდალების ფონზე.

მაისი 9, 2009

ჟურნალისტიკა და ტრადიციული ქართული ბუქნი

შორენა მახარაშვილი

продажные журналисты

ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით დაწყებული აქციები გრძელდება. ხელისუფლების შემდეგ ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი უკვე ჟურნალისტები გახდნენ. ოპოზიციის მხრიდან წამოსულმა აგრესიამ უკვე მომიტინგეებში გადაინაცვლა. აქციების მსვლელობისას ჟურნალისტებზე თავდასხმის არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა. პროტესტის გამოხატვის ფორმებმა ბოლო დროს საკმაოდ უხეში ხასიათი მიიღო. ჟურნალისტების ,,არაობიექტურობით,, აღშფოთებული განსაკუთრებით გოგა ხაინდრავაა. სამწუხაროდ ხაინდრავამ, რომლისთვისაც ჟურნალისტიკა სულაც არ არის უცხო, ბრძოლის საკმაოდ უხეში ფორმები არჩია.

მაისი 7, 2009

ВРЕМЯ УРОДОВ В ПРАЗДНИК СВ.ГЕОРГИЯ

Информация и блиц-комментарий от Гулбаата Рцхиладзе

Уродливый правящий режим продолжает бесчинствовать и нагнетать обстановку в Грузии. После разыгранной позавчера мнимой попытки госпереворота, режим, видимо, решил продемонстрировать силу над безоружным народом и руками своих вооруженных до зубов палачей-отщепенцев еще раз избил и обстрелял резиновыми пулями мирно протестующих граждан страны, требовавших освобождения троих задержанных активистов оппозиции. Суть дела в следующем:

მაისი 7, 2009

მარიონეტების თეატრი და მისი რეჟისორი

тефт

აწრიალდა ქართველ პოლიტთოჯინათა საგანგებო და სრულუფლებიანი მბრძანებელი, მისი აღმატებულება ტეფტი. ოპოზიციის თეატრალიზებული შოუების და ხელისუფლების მხრიდან ნეხვის ტყორცნაში ვარჯიშის შემდეგ, ოპოზიციონერებმა, რომლებსაც, როგორც ჩანს, იმედი გადაეწურათ ვაშინგტონში მყოფი იდეური ბელადების დუმილის გამო, გადაწყვიტეს პროტესტის უფრო აქტიურ ფორმებზე გადასვლა. დღეს იგეგმებოდა მაგისტრალების ბლოკირება საქართველოს გავლით მიმავალი ტრანზიტული ტრანსპორტისთვის. მაგრამ ოპოზიციის ანონსირებული აქცია მის მიერვე გაუქმდა.

მაისი 6, 2009
აქტუალური თემები



რევოლუციის ბელადი

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

1991 წლის დეკემბერში კომუნისტური ბლოკის წინამძღოლმა ვეღარ გაუძლო მრავალწლიან გარე შემოტევას, შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ აშლილობას და პოზიციები დათმო. ასე დასრულდა თითქმის საუკუნოვანი იდეოლოგიური ომი კაპიტალისტურ და სოციალისტურ ბანაკებს შორის, რომელშიც პოლიტიკოსებთან ერთად ჩართული იყვნენ მეცნიერები, სწავლულები, ცნობილი ავტორიტეტები. ისინი თავიანთ სამეცნიერო შრომებსა და წიგნებში ამტკიცებდნენ საკუთარი იდეოლოგიის პრიორიტეტულობას, სამართლიანობას, მიიჩნევდნენ რა მას კეთილდღეობისა და საყოველთაო წარმატების მოტანის ერთადერთ გზად.

ივნისი 1, 2009

ქართული ისტორიული ცნობიერების რეინკარნაცია ილია ჭავჭავაძის ფენომენში

чавчавадзе

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის ნოდარ ხონელიძის სტატია, “ისტორიული ცნობიერების რეინკარნაცია ილია ჭავჭავაძის ფენომენში (თანამედროვე გააზრება)”, გამოქვეყნებულია კრებულში - ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 2008 წ.

ბმული:

ივნისი 1, 2009

5 ВОПРОСОВ ДЛЯ ГРУЗИНСКОЙ ОППОЗИЦИИ

Андрей Епифанцев, независимый политолог

kletka

В последние несколько дней в противостоянии между грузинскими властями и оппозицией начинают появляться тенденции, которые в случае их развития могут самым серьезным образом изменить ситуацию в Грузии. Хороши они или плохи, пусть судят те, кто относит себя к какой-то из сторон противостояния. Для меня они в любом случае хороши, так как начинают переводить ситуацию в какое-то более-менее логичное, понимаемое русло. Все, что происходило в этом направлении раньше оставляло чувство если и не легкого абсурда, то, уж в любом случае – прочного непонимания.

მაისი 31, 2009

გლობალიზაცია - როგორც განვითარებადი ქვეყნების დაკაბალების ინსტრუმენტი

ვაჟა შუბითიძე

глобализация

მესამე (განვითარებადი) სამყაროს არც ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში გლობალიზაციას არ გამოუწვევია საერთო კეთილდღეობის ზრდა.

«გლობალიზაციის დოქტრინა სხვა არაფერია, თუ არა ლამაზად შეღებილი ფასადი, რომლის საშუალებითაც იგი თავის მსხვერპლს განვითარებად ქვეყნებში ამშვიდებს და მისი ყურადღება გადააქვს სხვა თემებზე, სანამ მდიდარი ქვეყნები ღარიბ ქვეყნებს რესურსებისაგან ფიტავენ და ისეთ მდგომარეობაში აგდებენ, რომ ვერასოდეს შეძლონ იმპერიული ძალებისადმი წინააღმდეგობის გაწევა - წერს ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ჩალმერს ჯონსონი თავის წიგნში «იმპერიის ტკივილები». მილიტარიზმი, საიდუმლოებით მოცულობა და რესპუბლიკის დასასრული, 2003 წელი).

მაისი 31, 2009

რუსეთი და ირანი: რეგიონალური ძალის ცენტრები თუ მსოფლიო ლიდეთა ”უმცროსი ძმები”?

ანდრეი დიკოვი, სტრატეგიული განვითარების მოდელირების ცენტრი, სპეციალურად ”კავკასიის ექსპერტებისთვის”

газ

მორიგმა რუსულ-უკრაინულმა ”საგაზო ომმა” კვლავ აქტუალური გახადა ევროპის ენერგომომარაგების პრობლემა და უბიძგა ბრიუსელს, უფრო აქტიურად ეძებოს ევროკავშირში ენერგოშემცველების მოწოდების მარშრუტები. ”ნაბუკო”-ს პროექტი, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის გაყვანას ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით და 2004 წლიდან განიხილება, შეესაბამება აშშ-ის, ევროკავშირისა და თურქეთის სტრატეგიულ ინტერესებს, აგრეთვე იქნებოდა საშუალება შუა აზიის სახელმწიფოებისათვის მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღებად.

მაისი 26, 2009

საქართველო რევოლუციური ცვლილებების მოლოდინში

ნაწილი პირველი - დიქტატურა რევოლუციის მოლოდინში

ლევან გუდაძე

диктатура

თითქმის ორი თვეა საქართველოს დედაქალაქში პოლიტიკური ოპოზიციის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ორი თვეა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პროტესტის შედეგს ელის, თუმცა ამაოდ. ამაოდ, რადგან ოპოზიციის რეალური მიზნებისა და ქმედუნარიანობისადმი სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოება იმთავითვე გამორიცხავდა საპროტესტო აქციების მეშვეობით სააკაშვილის გადადგომას, რაც ოპოზიციის ძირითადი დეკლარირებული მიზანი გახლდათ.

მაისი 26, 2009

მიაღწია თუ არა პუტინმა საქართველოში არსებული კონფლიქტების “კვიპროსიზაციას”?

კონსტანტინე ჟღენტი

кипр

რამდენიმე წლის წინ მ.სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან “ცუდად მოქცევის” შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას აფხაზეთის კონფლიქტის, თუ შეიძლება ასე ითქვას, “კვიპროსიზაციას” დაჰპირდა.

მაისი 26, 2009

ბურუსით მოცული ვითარება

ჰამლეტ ჭიპაშვილი

мрак

საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება მრავალ კითხვის ნიშანს ბადებს, რომელიც კვალიფიცირებულ განმარტებას საჭიროებს. შიგადაშიგ ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას დაბეჯითებით ეუბნებიან, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა, ხოლო ეკონომიკაში – უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე სხვაგან. დე ფაქტო პრეზიდენტი, მისთვის ჩვეული დემაგოგიით, საზოგადოებას არწმუნებს “დიად მომავალში”.

მაისი 24, 2009

გეოპოლიტიკა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების პრობლემები

ავთანდილ ბუცხრიკიძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

геополитика

სასიცოცხლოდ აუცილებელია მეცნიერული სიღრმით იქნას შეცნობილი ისეთი ობიექტური რეალობა, როგორიცაა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური სივრცე. სწორედ რომ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური სივრცის კანონზომიერების შეცნობამ ათქმევინა უარი სომხეთსა და აზერბაიჯანს ნატო-ში გაერთიანებაზე.

მაისი 23, 2009

ნაციონალ-გლობალიზმი (ოპტიმალიზმი) - მსოფლიო პოლიტიკური სისტემის გლობალური ოპტიმიზაციის პროგრამა

ემზარ ხვიჩია

логема

- საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე პრაქტიკისა და სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებათა სისტემების დესტრუქციული ასპექტების (მოძველებული პარადიგმების) დაძლევის, კაცობრიობის, როგორც ერთა საზოგადოების, შეუფერხებელი და ჰარმონიული განვითარების გზის გამკვლევი მეცნიერული მსოფლმხედველობრივი სისტემა, უნივერსალური ფუნქციის ახალი სოციალურ-პოლიტიკური პარადიგმა; მსოფლიო კომუნიზმის, მსოფლიო ფაშიზმის და მსოფლიო გლობალიზმის (გლობალიზმის ეკონომიკური მოდუსით) კონსტრუქციული ალტერნატივა.

მაისი 23, 2009

დღევანდელი რუსეთის ძალაუფლების მოდელის თავისებურებანი

გიორგი მოლოდინი, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი

орел

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად დიმიტრი მედვედევი მოგვევლინა, ხოლო პრემიერ-მინისტრის პოსტი ყოფილმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეითავსა, საუბარი ამ ქვეყანაში ორ ხელისუფლებიანობაზე სულ უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ვინ მართავს დღევანდელ რუსეთს და როგორია რუსეთის ძალაუფლების მოდელის თავისებურებანი?

მაისი 23, 2009

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამერიკული ბაზების განლაგებას საქართველოში

ვაჟა შუბითიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი

америкос

დღეს, მსოფლიოს მრავალ რეგიონში იზრდება სკეპტიკური დამოკიდებულება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის, ფინანსური მაქინაციების და ძალადობის მიმართაც. ამაზე უკვე დაუფარავად წერენ აშშ-ში მოღვაწე ცნობილი მეცნიერები: ჩალმერს ჯონსონი, ჯონ მირშეიმერი, სტივენ უოლცი, ჯეიმს პეტრასი, დანიელე განზერი, პატრიკ კელერი და სხვები. ბოლო 5 წლის მანძილზე გამოცემულ თავიანთ წიგნებში

მაისი 22, 2009
RSS

არქივი


ახალი ამბები

სხვა სიახლეები

პარტნიორი საიტები


CMSR.INFO
cmsr
POLITCOM.RU
politcom
VESTIKAVKAZA.RU
ВК


რეკლამა


book
mytours

Rambler's Top100